ვენეციის კომისია "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ

16.10.25 20:42
ვენეციის კომისია "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ

"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ევროსაბჭოს კანონების რევიზიის ჯგუფმა სამივე რეპრესიული კანონის გაუქმება მოითხოვა. ევროპის ავტორიტეტულმა იურისტები ჯგუფმა "ქართული ოცნების" "ფარას", "აგენტების კანონის" და "მაუწყებლის შესახებ" კანონის შეტანილი ცვლილებები შეამოწმა, დადგინდა, რომ გამკაცრებული ზომები დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. 

ვენეციის კომისიის შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "ოცნების"  "ფარას" კანონი ბუნდოვანია, ის იძლევა  საშუალებას კანონი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ იურიდიული პირებზე გაავრცელოს რაც ამერიკული ფარასგან მკვეთრად განსხვავდება. ევროსაბჭოს იურისტებისთვის პრობლემატურია სიტყვა აგენტის გამოყენებაც, რაც ორგანიზაციების სტიგმატიზებას იწვევს. ვენეციის კომისიის იურისტები ფიქრობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის სამსახურს განუსაზღვრელი უფლებამოსილება აქვს და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაა ორგანიზაციის მიმართ არაპროპორციული ძალაა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი "ქართულ ოცნებას" დეტალურად უსაბუთებს, რატომ არის კანონები რეპრესიული. ამან ქართული ოცნება წყობიდან გამოიყვანა და მსოფლიოში ყველაზე სანდო იურიდიული ორგანიზაცია პოლიტიკური დასკვნის დადებაში დაადანაშაულა. 

ვენეციის კომისიამ ჯერ ოცნების რეპრესიული კანონები დაგმო, შემდეგ კი ოცნების წინააღმდეგ ევროსასამართლოში დავაშიც ჩაერთო.  პირველად  ისტორიაში სტრასბურგის სასამართლოში ევროპის საბჭოს  საკონსულტაციო ორგანო სამართლებრივ დავაში მესამე  მხარედ ჩაერთვება.  დავა მესამე სექტორმა ოცნების წინააღმდეგ რუსული კანონის გაუქმების გამო დაიწყოო.

ვენეციის კომისიის vs ოცნების კანონები - ინნა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები