ქართველი ემიგრანტები "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან

16.10.25 21:08
ქართველი ემიგრანტები "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან

ემიგრანტები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან - ქვეყნიდან იძულებით სამუშაოს მაძებრად წასულები ოცნებას აგენტებად და უცხოურ პრინციპალად გამოცხადებას არ პატიობენ. ემიგრანტები საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად ემზადებიან და აპირებენ, "ოცნებას" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდგ მიღებული კანონის გამო პასუხი მოსთხოვონ.

"ქართული ოცნება" უცხოურ პრინციპალად არეგისტრირებს იმ ხალს, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთაა, მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ და ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ. ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ემიგრანტებისთვის შეურაცხმყოფელია და საპასუხო სამართლებრივ ნაბიჯს აანონსებენ.

ემიგრანტები ოცნების კანონის უკან მათზე შურისძიებას ხედავენ - ქვეყნიდან წასულებმა 2024 წლის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" უარი უთხრეს და არჩევანი ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს, საპროტესტო აქციებში მონაწილეებსაც ეხმარებოდნენ პირბადეების თუ თავდაცვის სხვა საშუალებების შეძენაში და ახლა ფიქრობენ, რომ ოცნებას სწორედ ეს ერთობა აღიზიანებს.

დღეს ოცნებაში არ დაუმალავთ, რომ სწორედ ემიგრანტების გადმორიცხული თანხების გაკონტროლება სურთ - ნინო წილოსანმა ირონიაც მოიშველია მათ მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

"ოცნება" ემიგრანტების წინააღმდეგ - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები