ყველა პროცესში ვიყავი, არ ვიცი, რატომ არ მიბარებენ დაკითხვაზე - ანა წითლიძე
ენმ-ს ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, ის ყველა პროცესში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, დაკითხვაზე დღემდე არავის დაუბარებია.
როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, საერთოდ არ დაინტერესებს დაიბარებენ თუ არა და დააკავებენ თუ არა, რადგან მიიჩნევს, რომ “დღეს ციხეში ჯდომა კი არა გარეთ ყოფნა უფრო უხერხულია, ისეთი ხალხი ზის ციხეში.“
მე არ მჩვევია უკანმ დახევა, სულ ვიმეორებ, რომ იქ, ათონელზეც ვიყავი, ყველა იმ პროცესში ვიყავი და ერთადერთი ალბათ, თუ ამას გადარჩენა ჰქვია, იმ წუთას ალბათ მურთაზთან და ნადირაძესთან ერთად არ შევედი იმ სასახლეში იყო ის, რომ ჩვენს მისვლამდე, იყო შეტაკება და როდესაც ჩვენ მივედით, დაგვხვდნენ ადამიანები გაზის და წიწაკის სპრეისგან მოწამლულები, თვალს რომ ვერ ახელდნენ და მე შევრჩი, იმ წუთას, რომ დავხმარებოდი. არ იმჩნევენ რატომღაც, რომ ამას ვაცხადებ და ვამბობ. მე ამ ბრძოლაში არ ვფიქრობ, რას იზამს რუსული ოცნება, არ მადარდებს, ვერ გვაშინებენ, დღეს ციხეში ჯდომა კი არა გარეთ ყოფნა უფრო უხერხულია, ისეთი ხალხი ზის ციხეში. არ მაინტერესებს ამ მიმართულებით რას იზამენ, დამიბარებენ, არ დამიბარებენ, დამაკავებენ-არ დამაკავებენ, დღესაც ვიტყვი იგივეს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დააანონსებს რევოლუციურ ცვლილებებს, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, მე ვიქნები ბოლომდე ჩართული, ორგანიზატორიც ვიქნები, რომ ესენი მოვიშოროთ. ბევრი ხალხი და ბრძოლა არის ის, რაც რუსულ საოკუპაციო რეჟიმს დაასრულებს, - განაცხადა წითლძემ.