ბადრი ესებუასა და 500 000 დოლარის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა
ბადრი ესებუას გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა - ხელისუფლება ზუსტად 12 თვეა გვარწმუნებს, რომ ესებუას, როცა "დრო მოვა", დააკავებენ.
4 დეკემბერს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, თქვა, რომ ესებუა ძებნილად გამოცხადდა და "როცა დავაკავებთ, გაცნობებთ."
შეიარაღებული ტერორისტი ,,საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში გასული წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებთან ერთად კლიენტებიც მძევლებად აიყვანა - სულ 19 პირი.
თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით, ან მანქანით, მძევლებთან ერთად.
22:00 საათზე, თავდამსხმელმა ,,საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან, მათ შორის, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორ, ავთანდილ გალდავასთან, ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.