შეუძლებელია ისეთი საქართველო ააშენოს “ოცნებამ“ და მერე მართოს, როგორსაც ახლა გვემუქრებიან - ბორის ჩელე ყურუა
შეუძლებელია ისეთი საქართველო ააშენოს “ოცნებამ“ და მერე მართოს, როგორსაც ახლა გვემუქრებიან, - ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია და აკრძალვა ფურცელზე დაწერილი რამეა და მათთვის მთავარი არა აკრძალვა, არამედ იმ ადამაინების მოძებნა და გვერდში დაყენებაა, რომლებიც მათნაირად ფიქრობენ და აზროვნებენ.
ამ ქვეყანაში იყო პოლიტიკური პარტია, რომლემაც ყველა პარტია აკრძალა, რომელიც ექიმებს, მსახიობებს და კომედიანტებს ციხეში უშვებდა, და მათ არ დაასრულეს კარგად. მათ რომ შევადაროთ, შეუძლებელია “ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს ისეთი ქვეყნის აშენება და მართვა, რომელიც ვერ ააშენა თავის დროზე, ლენინმა, სტალინმა და უამრავმა სხვა ადამიანმა, რომელიც ახლა მხოლოდ სახელი და ისტორიაა დარჩენილი. პარტია და აკრძალვა ფურცელზე დაწერილი რამეა, პარტია ინსტრუმენტია, რომელიც თუ საჭირო იქნება, რომ სცადო. ჩვენ ახლა ვფიქრობთ ჩვენნაირი ადამიანების უფრო მეტად მოძებნაზე, რომ უფრო მეტნი ვიყოთ, ერთად კარგად მოვიხარშოთ და კარგი პოლიტიკური პროდუქტი დავდოთ. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში პოლიტიკა და საღი აზრი არსებობდეს. შეუძლებელია ისეთი საქართველო ააშენოს “ოცნებამ“ და მერე მართოს, როგორსაც ახლა გვემუქრებიან. პოლიტიკა შენი ნაფიქრის ადამიანებთან გადაცემის პროცესია, როგორ შეიძლება ვიღაცამ ფურცელზე დაწეროს და ფიქრი ამიკრძალოს, - ამბობს ის.