რუსი დიპლომატი ფინელ მინისტრს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

17.10.25 10:09
რუსი დიპლომატი ფინელ მინისტრს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

იმ ფონზე, როცა ცივილიზებული სამყარო ელენა ვალტონენს მხარდაჭერას უცხადებს, რუსეთის ტონი კრიტიკულია. 

პუტინის რეჟიმის დიპლომატი, მიხაილ ულიანოვი, აცხადებს, რომ პროევროპულ აქციაში მონაწილეობის გამო ფინელი დიპლომატი საქართველოში შიდა საქმეებში ჩაერია. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

ულიანოვის მტკიცებით, მნისტრი აქტივისტივით არ უნდა იქცეოდეს. 

ეს არ არის მხარდაჭერა. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევა. როგორ შეიძლება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცოდეს - მინისტრს არ შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი, - წერს ულიანოვი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები