განათლებული თაობა ებრძვის საბჭოურ ცეხავიკებს, ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე არასდროს ყოფილა - უგულავა

17.10.25 10:52
განათლებული თაობა ებრძვის საბჭოურ ცეხავიკებს, ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე არასდროს ყოფილა - უგულავა

გიგი უგულავას თქმით, საქართველოს გარდამტეხი ცვლილება მაშინ დაიწყო, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პრივილეგირებული ოჯახის შვილებმა უნივერსიტეტებში ჩაბარება ვერ შეძლეს, ხოლო საუკეთესო შედეგი რეგიონის სოფელში გაზრდილმა მოსწავლემ აჩვენა. დღეს კი, მისი შეფასებით, განათლებული თაობა ებრძვის საბჭოური მენტალობისა და მემკვიდრეობით მიღებული უვიცობის სისტემას. 

რეალურად, საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო. ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია. ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, "გუჩებში" გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას.

ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება, - წერს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები