დაკავებული აქტივისტის ოჯახი პოლიციას ე.წ. დუბინკით გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

17.10.25 11:14
დაკავებული აქტივისტის ოჯახი პოლიციას ე.წ. დუბინკით გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა - გამთენიისას დაკავებული სიმონ მახარაძის ოჯახი გელაძის უწყების თანამშრომლებს მუქარასა და უფლება-მოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. 

სამოქალაქო აქტივისტი სავარაუდოდ სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს. მახარაძის ბიძაშვილი ირწმუნება, რომ ნიღბიანებმა 4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს თავზე, მახარაძეს კი ე.წ. დუბინკით გაუპატიურებით დაემუქრნენ.

07:00 საათი იყო, როცა სახლში შემოვარდნენ. ძაღლი გააკავეთ, თორემ მოგილლავთო - ძაღლს მო..ნავთო. სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. აუვარდნენ ბავშვებს - ავტომატები დაადეს.  ბავშვი გაღვიძებული არ იყო, შემოეჭვიძა, ძლივს ლაპარაკობს და 4 წლის ბავშვი იძახდა "მე არაო". 

თითქმის 100 ადამიანი იყო შემოსული ერთი ადამიანის დასაკავებლად. ტერორისტი ხომ არ არის?! 

შეთითხნილი ბრალდებაა - თითქოს 4 ოქტომბრის საქმეზე პოლიციელს ხელი დაარტყაო. 

სიმონ მახარაძე რომ დაინახეს, აბუჩად იგდებდნენ. "გლდანში სიურპრიზი გვაქვს მომზადებულიო"... "ტრ..ში გაგიკეთებთ დუბინკასო" - ასეთი მოწოდებაც ჰქონდათ სპეცრაზმელებს. 

სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 8 აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.

კონკრეტულად, თუ რას ედავებიან დაკავებულებს, ეს ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები