შემზღუდავი კანონები ძალაშია - რას პასუხობენ აქტივისტები "ოცნებას"

17.10.25 11:30
შემზღუდავი კანონები ძალაშია - რას პასუხობენ აქტივისტები "ოცნებას"

შემზღუდავი კანონები უკვე ძალაშია. გამკაცრებული რეულაციების მიუხედავად, "ოცნება" ამტკიცებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა რეგულაციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არაეფექტური აღმოჩნდა. კალაძის თქმით, "ოცნება" იძულებული გახდა, კანონი გაემკაცრებინა.

ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე, თქვენ, სხვა ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი შეხედულებები გამოხატონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმით. მათ შორის დაცულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეუძლია ადამიანების ჯგუფს, შეიკრიბოს და დააფიქსიროს თავისი პროტესტი, თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროება არ არის, ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად უქმნიან დისკომფორტს დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლებს, ვისაც არ გააჩნიათ პროტესტი, ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის შემაწუხებელი. ჩვენ ხომ არ ვზღუდავთ იმას, რომ ადამიანებმა პროტესტის არ გამოხატონ. გამოხატეთ პროტესტი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ამით არ უნდა დააზიანო სხვისი უფლებები, - თქვა დღეს კახა კალაძემ. 

აქტივისტები კი ამბობენ, რომ "ოცნებას" რუსთაველის პროტესტის მიანც ეშინია და ამ კანონების მიღებაც სწორედ ამის მოკვლას და ჩახშობას ემსახურება. აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მაინც გავლენ.  

ჯერ კიდევ ეშინია "ქართულ ოცნებას" იმ პროტესტის, რომელიც არის რუსტაველზე. მიუხედავად იმისა, რომ ხან 30 კაციან, ხან 200 კაციან აქციას ეძახის ამ ყოველდღიურ პროტესტს, მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ის დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, ყველა ის მცდელობა, რაც მათი მხრიდან ჩანს, ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, დროულად მოკლან და ჩაახშონ ეს ყოველდღიური პროტესტი, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. პროგნოზირება ძლაიან რთულია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან, დღესაც ჩვეულებრივად მოვლენ და არაფერი მათთვის ფუნდამენტურად არ იცვლება, - ამბობს აქტივისტი. 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა ყველა ის შემზღუდავი კანონი, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო. კანონებს მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შესულია.

 იმ შემთვევაში, თუ რუსთაველის გამზირი დღეს ისევ გადაიკეტება, აქტივისტებს ეკეთებათ ნიღბები ან მოაწყობენ კონსტრუქციას, მათ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ. აღნიშნული კანონი ვრცელდება არასრუწლოვნებზეც. 

მსგავსი სიახლეები