აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 6 წლის შვილის თანდასწრებით დააკავეს - ახალი დეტალები

17.10.25 12:13
აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 6 წლის შვილის თანდასწრებით დააკავეს - ახალი დეტალები

 

 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის დედის, ლამზირა ხახიშვილის განმარტებით, მისი შვილი სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს.

როგორც TV პირველს ხახიშვილმა განუცხადა, მეყანწიშვილის დაკავებისას სახლში აქტივისტის 6 წლის შვილიც იმყოფებოდა.

გამთენიის 05:00 საათი იყო. როცა კარი გაიღო, დაახლოებით 10-15 ადამიანი შემოვიდა ბინაში. ამ დროისთვის ჩემი შვილიშვილი იმყოფებოდა სახლში. როცა გაიღვიძა და ეს სურათი დაინახა, ტირილი დაიწყო. 

ალბათ, 4 ოქტომბრის აქციაზე რომ იმყოფებოდა ჩემი შვილი და ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია, ეს გახდა დაკავების მიზეზი. მარიამის დაკავება, ძალიან დიდი ხანია, უნდოდათ... თუ სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი ისჯება, მე მეამაყება, რომ მარიამი დააკავეს. 

ბინის ჩხრეკაც მოხდა, თუმცა რა უნდა აღმოეჩინათ? - ერთადერთი ბინის ქირისთვის საჭირო თანხა ჰქონდა ბავშვს და უთხრა, რომ ეს 600 ლარი ქირის თანხა იყო. იყო ასევე ნიღბები, რომელსაც მარიამი აქციაზე ატარებდა. ასევე სასტვენი, რაზეც თავადაც ეცინებოდათ - "ეს სათამაშო ვისიაო". 

აგრესიულად იქცეოდა ერთ-ერთი - ხელებს ზურგს უკან უკავებდა. მარიამმა უთხრა, მე არსად გავრბივარო" - აცხადებს დაკავებული აქტივისტის დედა. 

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები