მედია: გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

17.10.25 12:29
მედია: გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

ქართული სკოლის მასწავლებლები, რუსეთში კვალიფიკაციის  ასამაღლებელ კურსებზე გაუშვეს. პედაგოგები გორიდან შეარჩიეს, იმ ქალაქიდან,  რომელსაც რუსული ჯარი აგვისტოს ომის დროს ბომბავდა.

144 საათიანი კურსი სანქტ-პეტერბურგში, მოიცავდა მასწავლებლების გადამზადებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში. ბონუსად იყო ექსკურსია ერმიტაჟში.  შეიარეს ნარიშკინ-შუვალოვის სასახლეშიც, სადაც ფაბერჟეს მუზეუმიც იყო და ბილეთები თეატრისთვის.

"პირველებმა" კი გაარკვია, რომ ქართველი პედაგოგები ე.წ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთის სამთავრობო პროექტით წაიყვანეს. 

რუსეთში ჯამში 85 პედაგოგი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან. ინფორმაცია თავდაპირველად „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

 ,,პროგრამის ფარგლებში დავესწარით ლექციებს, მასტერ კლასებს პრაქტიკული დავალებებით, გავეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, სლენგები), მათ შორის ლინგვოდიდაქტიკურ თამაშებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ანალიზს.

144 საათიან სასწავლო კურსს თან ახლდა კულტურული პროგრამა: თეატრი, მუზეუმები, სასახლეები, ერმიტაჟი, ფაბერჟეს მუზეუმი, გემით გასეირნება და ხიდების გახსნას და სხვა უამრავი ისტორიული, თუ კულტურული ღირშესანიშნაობა. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლესს ლექტორს, პროგრამის ხელმძღვანელს და უფროსს მეგობარს...

უპირობოდ მიხარია და მიველასმები ყველა იმ ადამიანის მონდომებას, შრომას და წარმატებას, ვინც მუდმივ განვითარების პროცესშია და ცდილობს იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა“ — წერს გორის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი. 

მსგავსი სიახლეები