საინტერესოა შესწავლა – კობახიძე "ტექნიკური უნივერსიტეტის" სარჩელზე

17.10.25 12:40
საინტერესოა შესწავლა – კობახიძე "ტექნიკური უნივერსიტეტის" სარჩელზე

ირაკლი კობახიძის თქმით, "საინტერესოა" "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურის პრეზიდენტის ოჯახის წევრისთვის ლარად გადაცემის" საკითხის შესწავლა.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნული "ღია თავხედობაა". 

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს" - ამბობს კობახიძე საქართველოს უნივერსიტეტზე.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის [სტუ] რექტორმა 17 ოქტომბერს, პროკურატურას მიმართა და საქართველოს უნივერსიტეტის ქონების დაყადაღება და მათთვის გადაცემა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები