რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული - ირაკლი კობახიძე

17.10.25 13:24
რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე დაკავებების გაგრძელებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ “რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული “.

„ოცნების“ პრემიერის მტკიცებით, ინფორმაცია, თითქოს, 4 წლის ბავშვს თავზე იარაღი დაადეს “სამარცხვინო ტყუილია“ და სპეცრაზმის ჩართულობა დაკავებაში იმიტომ გახდა საჭირო, რომ “აქტივისტები 1 კვირაა იმალებიან.“

კობახიძემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ყველა, რომ “ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა არავის შერჩება“.

ის, რომ 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, სამარცხვინო ტყუილია. ადამიანები იმალებიან 1 კვირის განმავლობაში, სპეცრაზმის ჩართულობაა საჭირო, რომ მოხდეს მათი დაკავება. მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალება გვქონდა მეტი და არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა გავაფრთხილეთ, აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება, რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები