თამაზ დათუნაშვილი: განათლების რეფორმა აკადემიური თავისუფლების ჩახშობას და საბჭოთა მოდელზე დაბრუნებას ნიშნავს

17.10.25 13:43
თამაზ დათუნაშვილი: განათლების რეფორმა აკადემიური თავისუფლების ჩახშობას და საბჭოთა მოდელზე დაბრუნებას ნიშნავს

"ლელო" წევრი თამაზ დათუნაშვილი მკაცრად აკრიტიკებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ განათლების რეფორმას და მას ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისათვის საფრთხედ მიიჩნევს. მისი შეფასებით, რეფორმა აკადემიური თავისუფლების პრინციპის მოშლას და საბჭოთა ტიპის ცენტრალიზებულ მოდელზე დაბრუნებას გულისხმობს, სადაც ხელისუფლება განსაზღვრავს, რომელი უნივერსიტეტი რა მიმართულებით იმუშავებს.

დათუნაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა ფაქტობრივად ანადგურებს განათლების სისტემის დამოუკიდებლობასა და ინოვაციურ განვითარებას. 

ნონსენსია ეს რეფორმა. სინამდვილეში, ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორ გზაზე განვითარებას. ერთი, მეორე, ის, რასაც აპირებენ აკადემიურ სფეროში და უმაღლეს სასწავლებლებში, სინამდვილეში, ამ რაღაცა საბჭოტა ტიპის დაგეგმილი სისტემის, სადაც თრმე კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტები რა სპეციალობის უნდა იყოს, ერთ მშვენიერ დღეს, ერთი განცხადებით, საერთოდ უნდა ჩავრეცხოთ თურმე ამ ქვეყანაში აკადემიური თავისუფლების პრინციპი, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას. 

მსგავსი სიახლეები