ქილერმა ანასტასია შატალოვას ტყვია გულში ესროლა - გახმაურებული მკვლელობის საქმის დეტალები
საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდნენ.
"პირველებმა" მოიპოვა საქმის მასალებში არსებული ფოტო-მასალა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ხელყუმბარა პოლიციელების გასანეიტრალებლად ბრალდებულებმა მოქმედებაში მოიყვანეს, თუმცა ის არ აფეთქდა.
დაკავებულების ოჯახი კი ამტკიცებს, რომ გახსნილი ხელყუმბარა ბრალდებულებს პოლიციამ ჩაუდო.
"ტვ პირველმა" ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გაზაფხულის ქუჩაზე შედგენილი ოქმის ასლიც მოიპოვა, ამ საბუთით დგინდება, რომ ქილერმა ანასტასია შატალოვას ტყვია გულში ესროლა.
გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, N23-ში მდებარე საცხოვრებელის სადარბაზოსთან ნანახი იქნა ანასტასია შატალოვას გვამი, რომელსაც ხელის, გულმკერდის და ფერდის არეში აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები"- წერია ოქმში.