ვის (არ) კრძალავს "ქართული ოცნება“?

17.10.25 14:05
ვის (არ) კრძალავს "ქართული ოცნება“?

 

 

ვის (არ) კრძალავს "ქართული ოცნება“? - ირაკლი კობახიძეს აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ამისთვის  საჭიროა ისეთი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელიც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია.

“ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - ამბობს ის.

იქნებიან თუ არა სიაში სხვა პოლიტკური პარტიები, მაგალითად, “ლელო“ ან “გახარიას“ გუნდი,  “ოცნების“ პრემიერი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია, კრიმინალური პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე და სია გახდება ცნობილი. დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ერთადერთი პოლიტკურ ძალას ეხება ეს სარჩელი, რომელსაც ვამზადებთ, - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები