დამკვირვებლად რეგისტრირებული მესაფლავის სკანდალი - კალანდარიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
დამკვირვებლად რეგისტრირებული მესაფლავის სკანდალი - ცესკოს შეფი ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს და საერთოდ არაა მათი ინტერესის სფერო, ვინ რა სპეციალობის და პროფესიული გამოცდილების იქნება.
კალანდარაშვილის თქმით, არც ის არის მნიშვნელოვანი, ვინ რას ეწვია და რა მოინახულა, ეს მათი საქმე არაა, რადგან “მთავარია დაკვირვების ნაწილში ადამიანი მოქმედებდეს კანონის შესაბამისად“.
არ აქვს ვალდებულება და ამაზე საუბრობს საერთაშორისო პრაქტიკაც, რომ დაკვირვებლებს არ მოეთხოვებათ რაიმე კონკრეტული სპეციალობები და პროფესიული გამოცდილებები იმის თაობაზე, რომ ისინი იყვნენ წარდგენილნი დამკვირვებლად, ამიტომ, თუ ვინმეს რამე პროფესია აქვს, ეს ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. არ გამოვრიცხავ, ვინ რას ეწვია, ეს არის მათი უფლება, სასაფალოზე იყო, რესტორნებში თუ სად, ეს მათი უფლებაა, მთავარია, დაკვირვების ნაწილში ადამიანი მოქმედებდეს კანონის შესაბამისად, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება “ოცნების“ პრემიერს - მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რეალურად დამკვირვებლები იყვნენ ისინი და ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია“
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მესაფლავეებთან დაკავშირებით, მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაკვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერცერთი ორგანიზაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.