ყოფილი პრეზიდენტის საკითხი კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭვირვალედ, უნდა განიხილებოდეს - ჰარცელი
ევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საკითხი კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭვირვალედ განიხილებოდეს - ამის შესახებ მედიას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, განუცხადა.
მისი თქმით, პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი. მთავარია, ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი იყოს გამჭვირვალე, პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები უნდა იყოს დაცული და უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს"- აცხადებს ჰარცელი.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.