თეონა დოლენჯაშვილი წერს, რომ აეროპორტში შეაფერხეს

17.10.25 15:38
თეონა დოლენჯაშვილი წერს, რომ აეროპორტში შეაფერხეს

თეონა დოლენჯაშვილი წერს, რომ აეროპორტში შეაფერხეს - მისი თქმით, მიზეზად გზის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმა დაუსახელეს. 

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამაც დაწერა, რომ თბილისის აეროპორტში გააჩერეს და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. პოლიტიკოსის თქმით, მიზეზად სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯარიმის არსებობა დაუსახელეს. 

"ფსიქოლოგიური ზეწოლის ახალი მექანიზმი მოუფიქრებია შსს -ს , ნახევარ საათზე მეტი მაყურყუტეს პასპორტ კონტროლთან თბილისში. მეთქი რა ხდება? მერე მითხრეს , აი, იქ ორი ქალი რომაა, იმათთან მიდიო. მივედი და ჯარიმა გაქვთ გზის გადაკეტვის გამოო. მეთქი ჯერ არ ჩამბარებია უწყება და რა შუაშია ახლა ეს ჩემს ფრენებთან. ჰოო.. აი რავიცითო, აქ არ ჩანს რა პროცესშიაო. მეთქი,  წიგნის წარგენა მაქვს ფრანკფურტში დღეს 3 საათზე, ან მიშვებთ , ან ჩემს გერმანელ გამომცემელს ვურეკავ და საქართველოს აეროპორტს, როგორც შსს - ს ფილიალს და მისი სამარცხვინო ბრძანებების შემსრულებელს, საერთაშორისო სკანდალში გაგხვევთ. არა , გიშვებთო, - დაშინდნენ. ხელი მოგვიწერე ოღონდ ამაზეო, ამოიღეს შსს განაცხადი ჯარიმაზე. 
მიხეილ სამხარაძემ დაწერა გუშინ იგივე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თქვენ  მართლა ხომ არ გაჟუილებთ ? -  წერს თამთა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები