დაშინება, მოსყიდვა, ზეწოლა - კარლ ჰარცელი არჩევნების პირველ ტურს აფასებს
დაშინება, ამომრჩვეელთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა, ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურს.
ჰარცელი ხელიუსუფლებას მოუწოდებს, ხარვეზები აღმოფხვრას და არჩევნების მეორე ტური კანონის შესაბამისად ჩაატაროს.
ოდირის მისია ისევ გააგრძელებს ფართომასშტაბიან ყოფნას აქ, როგორც პირველი ტურის დროს იყო. მისია დააკვირდება არჩევნების დღეს და პერიოდს მანამდეც. ჩამოდის ევროპარლამენტარების მისიაც.
რა თქმა უნდა, შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიცაა დაშინება, ამომრჩვეელთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა და ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები. იმედი მაქვს, ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება შემდეგ რაუნდზე",- ამბობს ევროკავშირის ელჩი.