შსს-მ ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი გეკა გელაძის ბრიფინგიდან გახდა.
ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს, გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. ირაკლი შაიშმელაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება.
ამასთან, შსს-მ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხოეთში მყოფ კიდევ ერთ პირზე, თუმცა მის ვინაობას "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი არ ასახელებს.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს რომელთა მიმართაც დაწყებულია დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება" - თქვა გელაძემ.
"პირველები" დაინტერესდა, გამოცხადდება თუ არა შაიშმელაშვილზე ძებნა, რაზეც გელაძემ თქვა, რომ ეს პროცედურები საქართველოს პროკურატურის პრეროგატივაა.
-
ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების ბარბევების შემდეგ დატოვა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნა დატოვა.
გეკა გელაძის ბრიფინგიდან გაირკვა ისიც, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს.
მისი ცნობით, საქმეზე ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.