„ოცნება“ საერთაშორისო სკანდალაშია - EU ლუქსემბურგში საქართველოსთვის სანქციების დაწესებასა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებს

17.10.25 21:09
„ოცნება“ საერთაშორისო სკანდალაშია - EU ლუქსემბურგში საქართველოსთვის სანქციების დაწესებასა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე იმსჯელებს

ფინელი დიპლომატის, ელინა ვალტონენის მიმართ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებებმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია და საკითხი უკვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მოხვდა. ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება, მინისტრები საქართველოს პოლიტიკური პროცესებსა და ფინეთთან მომხდარ ინციდენტს განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საქართველოს თემა განხილვის გეგმაში საერთოდ არ იყო.

ბრიუსელის გადაწყვეტილება გამოწვეულია „ქართული ოცნების“ აგრესიული ტონითა და თავდასხმებით ევროპელ ლიდერებზე, რასაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა „საშიშ ტენდენციად“ აფასებს.

არსებული ინფორმაციით, ელინა ვალტონენი შეხვედრაზე საკუთარ კოლეგებს თბილისში ნანახ დეტალებს გააცნობს და განმარტავს, რატომ დაუწესა სანქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ევროკავშირის ათმა ქვეყანამ უკვე გაავრცელა ერთობლივი განცხადება ვალტონენის მხარდასაჭერად, სადაც ხაზგასმულია, რომ დიპლომატზე ზეწოლა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

მომავალი კვირა, ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე რთული იქნება „ქართული ოცნებისთვის“ - პარალელურად, ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს უვიზო რეჟიმის შენარჩუნების შესახებ.
თუ დადგინდება, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაციები არ შეასრულა, არ გამოირიცხება, რომ ევროკავშირმა დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები