გიორგი ტუმასიანი: ვანო საბაშვილი თავისუფალია
სომხეთმა რუსეთში ექსტრადიციის საფრთხის გამო, ვანო საბაშვილი ციხიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტუმასიანი წერს.
"სომხეთმა ვანო საბაშვილიც გაათავისუფლა გიორგი კინოიანის მსგავსად!" - დაწერა აქტივისტმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცლდა ცნნობა, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრებოდა.
როგორც მისი მეგობრები ამბობენ, საბაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი მან უპრობლემოდ გადაკვეთა, თუმცა სომხეთის მხარეს დააკავეს. ქართველი მებრძოლი 9 სექტემბერს დააკავეს.