ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს კონტრრევოლუციაა - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განათლების რეფორმა რეალურად განათლების სისტემის დაშლის ტოლფასია. მისი აზრით, ეს ცვლილება ახალგაზრდებს აიძულებს, რომ სწავლა რუსეთში გააგრძელონ.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები არ ემსახურება განათლების განვითარებას და წარმოადგენს კონტრრევოლუციურ პროცესს, რომელიც ქვეყანას დასავლურ მიმართულებას აშორებს.
ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს კონტრრევოლუციაა.
განათლების გაუქმება, რაც ერთადერთ გზას უტოვებს განათლების მოსურნე ახალგაზრდებს,რომ გაემგზავრონ რუსეთში, სადაც სხვა შემთხვევაში არასდროს მოხვდებოდნენ, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.