ჩხრეკაზე ღარიბაშვილის ნათესავებთანაც შევიდნენ? - კადრები დედოფლისწყაროდან [ვიდეო]
რა ხდებოდა დედოფლისწყაროში, ირაკლი ღარიბაშვილების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სუს-ის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე?
"პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ექს-პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის სახლთან მობილიზებულები არიან სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი მანქანები.
კადრები მაშინ არის გადაღებული, როდესაც, სავარაუდოდ, ჩხრეკა მიმდინარეობდა ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უცნობია სად იმყოფება "ოცნების" ექს-პრემიერი. თამაზ თამაზაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება.