აქვთ შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე - ბექა ბასილაია
იუსტიციის მინისტრის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უფელბადამცველები აფასებენ და მას ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.
"იმის ნაცვლად, რომ კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად, როდესაც თავდაპირველად თქვეს თვითონ, რომ ნებისმიერ კლინიკაში გადავიყვანთ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებსო. ერთ დღეშივე უარყვეს ეს თავისივე განცხადება და იძახიან დღეს, რომ არა, არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არა იმ კლინიკაში, რომელთანაც პენიტენციურ საავადმყოფოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საუბარია "ვივა მედზე, არამედ გადავიყვანთ კვლავ ციხეზე. ეს იცით, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ შიში, დიდი შიში იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე. მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვა, მათ შორის ხომ არ არის ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია?!" - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.