სუს-ი: მიმდინარეობს ამოღებული ნივთების შესწავლა

17.10.25 19:57
სუს-ი: მიმდინარეობს ამოღებული ნივთების შესწავლა

ექს-მაღალჩინოსნების საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "პირველებს" უთხრეს, რომ მიმდინარეობს ამოღებული ნივთების წარმომავლობის შესწავლას.  სავარაუდოდ სწავლობენ, ფულის წარმომავლობასაც. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის უცნობია სად იმყოფება "ოცნების" ექს-პრემიერი. თამაზ თამაზაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები