შეიძლება ურჩი გახდა, შეიძლება რამე წამოსცდა - ოპოზიციის პირველი კომენტარი ექს მაღალჩინოსნების საქმეზე

17.10.25 20:42
შეიძლება ურჩი გახდა, შეიძლება რამე წამოსცდა - ოპოზიციის პირველი კომენტარი ექს მაღალჩინოსნების საქმეზე

პოლიტიკოს მურმან დუმბაძის შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პირად და შიდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოწინააღმდეგედ აღიქვამს ყველას, ვინც ერთგულების ან სიჩუმის ზღვარს გადალახავს, ხოლო ყოფილი პრემიერისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ ლოგიკის გაგრძელებაა. 

დუმბაძის აზრით, არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა გახდა ჩხრეკებისა და გამოძიების მიზეზი.

აქ ბევრი რამ უნდა შეიკრიბოს. უნდა შეიკრიბოს ის, რომ შეიძლება, ურჩი გახდა, შეიკრიბოს უნდა ისიც, რომ შესაძლებელია, რამე წამოსცდათ. წამოცდენის გამო შეუძლია ამ კაცს, რომ მტრად მოგიკიდოს. ჩვენ ხომ ვერასდროს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, რიჟვაძე დაჭრეს თუ თავად დაიჭრა, ხომ ვერ გავიგებთ? მონა ვერ იტყვის ამას. ღარიბაშვილიც ისეთივე მონაა, რომელი მონებიც მე ჩამოვთვალე, გიორგი მარგველაშვილის გარდა, - ამბობს მურმან დუმბაძე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ  ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.

როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული. 

მისივე თქმით, ძალოვენები  იმყოფებოდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს  ექს-მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების სახლებშიც. 

 

მსგავსი სიახლეები