"ღარიბაშვილი, დღეს, მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც" - ეკა ბესელია

17.10.25 22:18
"ღარიბაშვილი, დღეს, მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც" - ეკა ბესელია

"ღარიბაშვილი, დღეს, მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ისაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა. 

ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც ხდება ასეთი საგამოძიებო მოქმედებები, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

"ქართული ოცნების" გუნდის ყოფილმა წევრმა "ოცნების" ჯგუფის მოქმედ წევრებს მიმართა და უთხრა, რომ "უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპები რომლის პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში". 

ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთანაა შეთანხმებული. 

როდესაც ხდება ასეთი საპროცესო, უკვე საგამოძიებო ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩხრეკა არ არის ცალკე, ავტონომიური, დამოპოუკიდებელი მოქმედება, ჩხრეკა არის საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ გამოძიების ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილბებისთვის არის საჭირო ჩხრეკის ცატარება. თან ეს არ არის ჩვეულებრივი ჩხრეკა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრის სახლში ტარდება ასეთი საგამოძიებო მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წინ უძღვის მთელი რიგი მოქმედებები და ამ ჩხრეკის შემდგომ ასევე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები.

როდესაც მკითხეთ, ველოდებოდი თუ არა მე ღარიბაშვილის დაკავებას? - გითხარით, რომ ეს არცევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ ეს საკმაოდ დრამატული სია, თუ გეგმა "ოცნებას" ჰქონდა... რა თქმა უნდა, უთუოდ [არჩევნებამდე ამას ელექტორალური შედეგი, გავლენა ექნებოდა]. უთუოდ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ელექტორალური მხარდაჭერა "ოცნების" წილ ამომრცეველში გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ ყველა პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში, მით უფრო კობახიძესთან. 

[...]

მინდა ვუთხრა "ოცნების" იმ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ... ჯერ კიდევ რომ რაღაცას ებღაუჭებიან, ეს ხავსზე უარესი რამ არის, მე მათ მმინდა ვუთხრა ის რასაც მე ვამბობდი 2018 წელს და შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილება მივიღე წამოსვლის თაობაზე, ეს იმათთვის ვიისაც დღემდე ჰგონია რომ ვინმემ გამომიშვა, მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვერავინ გამომშვებდა, მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო გზა მარცხისკენ, საქართველოს საზიანოდ მიმართული პროცესი. 7 წელი ხდება და ახლა მაინც უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპები რომლის პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც სხვა როლი ჰქონდა ივანიშვილისთვის, თუ მათთვის ვინც იქ არიან, დღეს მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც, რომელთა როლი კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო ცუდია და კიდევ უფრო ნეგატიურია...

ეს [ივანიშვილთან] შეთანხმებულია," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, დღეს, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული. 

მსგავსი სიახლეები