თაზო დათუნაშვილი: ის, რომ ივანიშვილმა ჩეჩნეთი მოგვიწყო, ამაში ფარცხალაძის და ღარიბაშვილის როლი უდიდესია
"ის, რომ ივანიშვილმა ჩეჩნეთი მოგვიწყო, ამაში ფარცხალაძის და ღარიბაშვილის როლი უდიდესია" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლებში ჩატარებული ჩხრეკა "ქართული ოცნების" რიგებში შიშს გამოიწვევს.
თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ რასაც დღეს თვალყურს ვადევნებთ "დიქტატურის დამყარების სახელმძღვანელოა".
დიქტატურის დამყარების სახელმძღვანელოა, რასაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, შიშის განცდის დანერგვა ყველაში და ყველაფერში... ციხით, რომ გაშინებენ ქუჩაში გასვლის გამო, ყველა ნორმალურ ადამიანს 15 დღე საპატიმროში გატარების, კი, ეშინია, არავის არ უნდა ციხეში წასვლა ფუნდამენტური უფლების განსახორციელებლად. ამიტომ, ეს შიშს გამოიწვევს? - რა თქმა უნდა, გამოიწვევს შიშს, როგორც შიშს გამოიწვევს ბევრი სხვა რამ - პარტიის წევრებისთვის პარტიის გაქრობა დიდი არასტაბილურობის განცდა არის, დიდი შიშია და წუხილია.
როგორც ახლა ეს ყველაფერი, "ქართული ოცნების" რიგებში, მათ დაახლოებულ პირებში გამოიწვევს შიშს, რომ არავინ, მათ შორის ისინიც კი, ვინც უბრალოდ პირმშოები კი არ არიან ამ ტირანიის და სისტემის, ამ პოლიტიკური საღორის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი თანაავტორები არიან.
ის, რომ ივანიშვილმა ჩეჩნეთი მოგვიწყო ამ ქვეყანაში და უნდა, რომ ეს ჩეჩნეთი დიქტატურად გადააქციოს და საბოლოოდ ჩეჩნეთიზაცია მოხდეს ამ ქვეყნის, ამაში ფარცხალაძის როლი უდიდესი არის, თავისი კრიმინალური გავლენებით და ჩრდილოვანი გავლენებით სასამართლო სისტემაზე და პროკურატურაზე. ღარიბაშვილის გავლენა უდიდესია... ყველამ იცის, რა არის ფარცხალაძე, ვინ კი არა, რა არის, რას წარმოადგენს, რაღაცა კრიმინალური სინდიკატი, ჯოჯოხეთი, დაშენებული ხორცმეტად სახელმწიფო სისტემაზე, რომელიც ანადგურებდა საქართველოს. ბიზნესი არ არის ამ ქვეყანაში, რომელსაც კისერზე არ ეჯდა ეს კაცი და სფერო არ იყო, სადაც გავლენა არ ჰქონდა ვიღაცის დანიშვნის.
ღარიბაშვილი ის კაცი არ არის, ბიძინა ივანიშვილის კარზე ყველას დაახლოებული პირი, ორჯერ რომ ქვეყანა ანდო ის კაცია.
ლილუაშვილი ხომ ის კაცია, ვის გამოც მშვიდად გვეძინა საქართველოს და ბედნიერები ვიღვიძებდით დილით, როგორც "ქართულ ოცნებას" უნდა უთხრა," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.