სად არის ირაკლი ღარიბაშვილი? - რა კადრები გადაიღო "პირველებმა"
ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლშია - "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნოპბით, ამას ცხადყოფს მის სახლთან მობილიზებული ავტომობილები, რომლითაც ყოფილი პრემიერი და მისი ოჯახის წევრები გადაადგილდებიან ხოლმე.
"პირველების" კამერამ ექსპრემიერის სახლთან ავტომობილები ცოტა ხნის წინ გადაიღო.
კადრებში ჩანს, რომ ავტოპარკი შევსებულია, არადა გუშინ საღამოს , მოსაშვილის ქუჩაზე ღარიბაშვილის არც ერთი მანქანა არ ეყენა.
ის რომ აღნიშნული ავტომობილები გამთენიამდე ექსპრემიერის სახლთან არ ეყენა, ამას "პირველებს" უდასტურებენ ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლებიც.
ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.