ჩხრეკა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში იმ კონფლიქტების გაგრძელება, რაც შიგნით დიდი ხანია დაიწყო - ბესელია

18.10.25 13:41
ჩხრეკა "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში იმ კონფლიქტების გაგრძელება, რაც შიგნით დიდი ხანია დაიწყო - ბესელია

ეკა ბესლიას თქმით, ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის სახლებში იმ კონფლიქტების გაგრძელება, რაც შიგნით, პარტიაში დიდი ხანია დაიწყო.

როგორც ბესელია "პირველებთან" ამბობს, ჩხრეკა არ ტარდება იმ პირების სახლებში, ვისზეც არ არსებობს ეჭვი, რომ რიმე კანონსაწინააღმდეგოს ამოიღებენ.

მისი თქმით, თუ ჩაითვლება, რომ "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან კანონსაწინააღმდეგო რამ ამოიღეს, დიდი ალბათობით, შემდეგ შეიძლება იყოს ბრალის წარდგენა.

როგორც ჩანს, კანონსაწინააღმდეგო ნივთებს ეძებდნენ და გარკვეული ეჭვი არსებობს იმ პირების მიმართ, ვისთანაც ჩხრეკა ტარდება. ეს არის იურიდიული ლოგიკა, როდესაც დაიგეგმა ეს ღონისძიება, ამიტომ, იმის თქმა, რომ ეს იყო ჩხრეკა და მეტი არაფერი, ასე არ არის. ჩხრეკა არ ტარდება, ვისთანაც უნდა საგამოძიებო ორგანოს. ეს არის გაგრძელება კონფლიქტების, რომელიც შიგნით დაიწყო დიდი ხანია, უბრალოდ ეს არჩევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ მე ვვარაუდობდი კიდეც და ვამბობდი, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რა დოზის არის ეს კონფლიქტები და რას მასშტაბის არის შურისძიების სურვილი, ეს გამოჩნდება შემდგომ ნაბიჯებში, იმიტომ, რომ ახლა უნდა ითქვას, რა ამოიღეს, ის არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო და თუ ჩაითვლება, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო, დიდი ალბათობით, შემდეგ შეიძლება იყოს ბრალის წარდგენა", - ამბობს ეკა ბესელია. 

ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.  

მსგავსი სიახლეები