სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს
მიხეილ სააკაშვილის უარი 320-ე საკნიდან - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას არ დათანხმდება.
"ეს შეუძლებელია" - ამბობს სააკაშვილი "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება ბრალდებული პრეზიდენტის ადვოკატებს, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, მოაწყოს რაღაც „შუმოკები" და პროვოკაციული სცენები:
ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც ციხის ადმინისტრაციას წლების მანძილზე აქვს. პირდაპირ მინიშნებაა იმაზე, რომ ისინი პროვოკაციას აწყობენ და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ.
გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი, ხელისუფლებას სურს, მოაწყოს რაღაც „შუმოკები" და პროვოკაციული სცენები.
ის განცხადება, რომელიც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის შეუძლებელი. მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები არიან, საკაშვილის მოთავსება შეუძლებელია"- აცხადებს ადვოკატი.
უფლებადამცველები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვს.
განსაკუთრებულ პირობებს მიხეილ სააკაშვილი არ ითხოვს და უბრალოდ, როგორც არის პრაქტიკა, როგორც არის წესი, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ სხვა სამოქალაქო კლინიკებში, ამაზე არის საუბარი. დღეს ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებული იქნეს გლდანის ციხეში," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.