"პირველების" ინფორმაციით, ლილუაშვილის გარემოცვის უახლოესი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

18.10.25 15:10
"პირველების" ინფორმაციით, ლილუაშვილის გარემოცვის უახლოესი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

"პირველების" ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის უახლოესი პირი, ანდრია ლილუაშვილი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ანდრია ლილუაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს კარი არ გაუღო. მეზობლები კი ამბობენ, რომ ის დილის შემდეგ არ უნახავთ.

ჯერჯერობით უცნობია, რა საქმის ფარგლებშია ლილუაშვილის გარემოცვის უახლოესი პირი გადაყვანილი გამოკითხვაზე, უფრო მეტს დღეს სუს-ში დღეს 17:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიდან გავიგებთ.

ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.   

 

მსგავსი სიახლეები