ივანიშვილი ამით ეუბნება "ოცნების" წევრებს - ჩემი ყველაზე ახლო გარემოცვა გავწირე და თქვენ უფრო მარტივად გაგწირავთ - მიროტაძე ჩხრეკებზე
"ოცნების" ყოფილი წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩატარებული ჩხრეკა არის საჩვენებელი დასკა "ოცნების" ამჟამინდელი წევრებისთის - "ივანიშვილი ამით ეუბნება "ოცნების" წევრებს - ჩემი ყველაზე ახლო გარემოცვა გავწირე და თქვენ უფრო მარტივად გაგწირავთ"
მიროტაძის თქმით, ივანიშვილის და მისი გუნდი თვითთმართველობის არჩევნების შემდეგ საბოლოო დარწმუნდა, რომ მათ საქრთველსო მოქალაქეების ნდობა დაკარგეს,ამიტომ ახლა უკვე ყველაფერზე არიან წამსვლელები - "ისინი ბევრად უფრო ხისტები და უფრო საშიშები გახდებიან"
ეს 2 რამის მანიშნებელია - პირველი, უნდა შეასრულონ თავისი საქმე უშუალოდ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვგულისხმობს ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და დანარჩენებს. ანუ, თუ რამეა ამოსაღები ამოიღონ, თუ რამე საეჭვოა, გაარკვიონ. შესაძლოა სხვა მისიაც ჰქონდეს.
მეორე - ეს არის საჩვენებელი უკვე გუნდის სხვა წევრებისთვის, რომ ახლა, როდესაც რეჟიმი მილევად ეტაპზეა და როცა ყველაზე რთული პერიოდი უდგათ, არ გაბედოს ვინმემ და არ მიიღოს რამე ისეთი გადაწყვეტილება, რაც მერე ბუნებრივად დაუკავშირდება იმას, რომ ამ ადამიანებსაც დაელოდებათ ზუსტად ის ბედი, რაც ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ა.შ. ანუ ბიძინა ივანიშვილი ეუბნება მათ, ჩემი ყველაზე ახლო გარემოცვის ხალხი გავწირე და თქვენ ბევრად უფრო მარტივად გაგწირავთ. ახლა, ყველაზე კარგი ტესტი, სოციალური კვლევის შედეგი იყო ეს არჩვნები იმის, რომ ერთხელ და სამუდამო, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქსრთველოს მოქალაქეების ნდობა დაკარგა. ამიტომ, ისინი ბევრად უფრო ხისტები და უფრო საშიშები გახდებიან", - აცხადებს ანი მიროტაძე.
ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.