ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქეს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს 2 მოქალაქე ლატვიამ ბაიბა ბრაჟეს ბრძანებით პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესა.
უცნობია ვის დაუწესა ლატვიამ სანქციები.
„იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, საქართველოს ორი მოქალაქის პერსონა ნონ გრატა პირების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლატვია პერიოდულად აცხადებს ხოლმე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებს პერსონა ნონ გრატად.