ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური - ირაკლი ღარიბაშვილი

21.10.21 13:41
ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური - ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციის ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა, მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აფსოლუტური ფარსი - ასე აფასებს საქართველოს მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი  ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილ ჩრდილოვან კაბინეტს: 

მისი თქმით, ოპონენტებს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ.

ჰგონიათ, რომ ისე როგორც ატყუებდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე მოატყუებენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი რაც გუშინ ვიხილეთ.

არც ერთი არ იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური, ნებისმიერ ბიზნესმენს კითხეთ. ის იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსრი დანაშაულებებისა. ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსებთან, მათ შორის "თი ბი სი" ბანკშიც და ხდებოიდა ბიზნესები გადაფორმება. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძეც. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან"- თქვა ღარიბაშვილმა.