ფსევდო მართლმსაჯულების სისტემის გამოცდა თავის თავზე მოუწევთ - ბარამიძე "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე

18.10.25 17:34
ფსევდო მართლმსაჯულების სისტემის გამოცდა თავის თავზე მოუწევთ - ბარამიძე "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე

"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" იურისტის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და "ოცნების" სხვა ყოფილი ლიდერის კორუმპირებულობაში ეჭვი არავის ეპარება. 

ბარამიძე ამბობს, რომ დაკავების შემთხვევაში ღარიბაშვილსაც და ლილუაშვილსაც საკუთარ თავზე მოუწევთ იმ ფსევდო მართლმსაჯულების სისტემის გამოცდა, რომელიც "ოცნებამ" ჩამოაყალიბა. 

რაც შეეხება ამ ადამიანების კორუმპირებლობას, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მით უმეტეს ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც სწავლობდა ღარიბაშვილის კავშირს კორუფციულ სქემებთან. ასე ნიშანდობლივია, რომ მისი თავდაცვის მინისტრი და ამ მინისტრის გარემოცვა ციხეში ზის. 

მე ოცნებისდ ა მისი სამართალდამცავი სისტემების ხელში შემუშავებული და განხორციელებული სქემების რა თქმა უნდა,ა რ მჯერა. ეს ხალხი თვითონ მიხვდება რასთან აქვს საქმე, როცა ივანიშვილთან ერტად ქმნიდნენ დღევანდელ ფსევდო მართლმსაჯულების სისტემას და ძალადობრივ სამართალდამცავ სისტემას. თავის თავზე მოუწევთ მათ როგორც ჩანს, ამის ყველაფრის გამოცდა", - ამბოსბ სანდრო ბარამიძე. 

ჩხრეკა ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ და სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლები თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატურში, ვანში, ბორჯომსა და წყალტუბოში.

სუს-ის თქმით, ამოღებულია ამოღებულია თანხა 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად. ასევე 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

მამუკა მდინარაძის უწყებაში ითქვა, რომ სწვალობენ დოკუმენტებს და ფულის წარმომავლობას. 

მსგავსი სიახლეები