სასახლის ღობის საქმე - რა ხდება სასამართლოზე
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.
- განიხილება იური ლომიძის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის, თემურ ქურციკიძისა და გიორგი ტალახაძის საქმეები.
- გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილსა და იური ლომიძეს წარუდგინეს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კვალიფიკაციით; თემურ ქურციკიძეს გარდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა, ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში; მარიამ მეყანწიშვილს ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში.
იური ლომიძე ამბობს, რომ არ ეთანხმება ბრალდებას: „იმედი მაქვს, განხილვის პროცესში ყველაფერი გაირკვევა“;
წაყენებული ბრალის შინაარს არ ეთანხმება თემურ ქურციკიძეც.
დავით გიუნაშვილი, რომელიცხ სამაჩაბლოდან დევნილია ამბობს: „რუსებმა დამიწვეს სახლი და მაგ მოტივით ვაპროტესტებდი“;
გიორგი ტალახაძის თქმით, არანაირ გადაცდომას არ ჰქონია მისი მხრიდან ადგილი;
მარიამ მეყანწიშვილმა აღნიშნა რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს.