"შეხედეთ ამ კაცის ხელებს" - სასამართლოზე მარიამ მეყანწიშვილი ატირდა

18.10.25 19:14
"შეხედეთ ამ კაცის ხელებს" - სასამართლოზე მარიამ მეყანწიშვილი ატირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. 

მას შემდეგ რაც მოსამართლემ მას ჰკითხა თუ რა სჭირდა, აქტივსიტმა 70 წლამდე დავით გიუნაშვილზე მიუთითა:  „შეხედეთ ამ კაცის ხელებს, უსამართლობის გრძნობა მაქვს“.

  • პენსიონერი, რომელიც სასახლის ღობის საქმეზე დააკავეს, თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს.

ლელა კალიჩენკომ მარიამ მეყანწიშვილს ემოციისთვის შენიშვნა მისცა. 

განახლება: მარიამ მეყანწიშვილი შეუძლოდ გახდა და პროცესიდან გაყვანა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს. 

  • განიხილება იური ლომიძის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის, თემურ ქურციკიძისა და გიორგი ტალახაძის საქმეები.

მსგავსი სიახლეები