პენსიონერი, რომელიც სასახლის ღიბის საქმეზე დააკავეს, თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პენსიონერს, 70 წლამდე დავით გიუნაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის იძულებით გადადგილებული პირია და თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს.
პენსიონერს სამი ადვოკატი იცავს: დიმიტრი საძაგლიშვილი, შოთა კახიშვილი და გიორგი გელხაური.
როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, დაკავებულს სისხლძარღვების პრობლემები აქვს, თუმცა დოკუმენტებს დღეს ვერვ წარმოადგენენ, რადგან პენსიონერის გადმოცემით "ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვს".
ამასთან, როგორც ადვოკატი შოთა კახიშვილი ამბობს, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელშიც დავით გიუნაშვილის ძალადობა ჩანს.
საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება მის უდანაშაულობას ადასტურებს...
პროკურორმა თქვა, რომ არსებობს მოწმეზე ზემოქმედების რისკი. როგორ შეიძლება გაანადგურო მტკიცებულება, რომელიც შენს წინააღმდეგ არ არის“, - ამბობს შოთა კახიშვილი