რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ მარტო არ დაგტოვებთ - მარიამ მეყანწიშვილი
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი ამბობს, რომ ჯიუტი ქალია და არ აპირებს არსად გაქცევას.
„რაც არ უნდა განვითარდეს ამ ქყვეყანაში, მე არსად არ ვაპირებ გაქცევას“ - თქვა მან სასამართლოზე.
სამოქალაქო აქტივისტმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელება დაანონსა:
„იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ ზის... მაქვს პატივისცემა, ძალიან მიყვარხართ ყველა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი თანამებრძოლები მყავს, ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანების გვერდით [სხვა ბრალდებულების] რომ მიწევს ჯდომა. მე დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ბატონმა მოსამართლემ თქვენთან მიმართებით, მარტო არ დაგტოვებთ არც ერთ შემთხვევაში. მე გარეთ მომიწევს თუ არ მომიწევს გასვლა, თქვენთვის, თქვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ, არ მჩვევია დანებება. ხაშურელი ქალი ვარ და ხაშურლები ვართ ძალიან ჯიუტები, ეს იცოდეთ.
მიმალვის და გაქცევის ამბები იყო, ცხოვრებაში არასდროს მდომებია, ისეთ გასაჭირში, როგორშიც ჩვენი ქვეყანაა, დამეტოვებინა და არც ვაპირებ არც ერთ შემთხვევაში. ნებისმიერი ცუდი სცენარის შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში ვრჩები და ვიბრძვი ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის"- თქვა აქტივისტმა.
ბოლო ინფორმაციით, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს დარბაზში დაბრუნების შემდეგ.
პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული 5 პირიდან ოთხისთვის პატიმრობის, მარიამ მეყანწიშვილისთვის კი 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს