დაკავებული პენსიონერის სიტყვა: სამაჩაბლოდან დევნილი ვარ, რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო

18.10.25 20:31
დაკავებული პენსიონერის სიტყვა: სამაჩაბლოდან დევნილი ვარ, რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო

პატივცემულო, მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი. რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო" - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა პენსიონერმა, 70 წლის დავით გიუნაშვილმა სასამართლოს. 

დავით გიუნაშვილის სასამართლო პროცესი მარიამ მეყანწიშვილთან, იური ლომიძესთან, თემურ ქურციკიძესთან და გიორგი ტალახაძესთან ერთად ამ წუთებში მიმდინარეობს.