პირველი ინტერვიუ სპეცსამსახურების შეფთან, რომელსაც 4 ოქტომბერს სასახლის დაცვა ევალებოდა
"შაბათის ეთერის" პირველი ინტერვიუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, რომელსაც 4 ოქტომბერს ორბელიანების სასახლის დაცვა ევალებოდა.
TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტი არკვევდა, რატომ იყო იმ დღეს, ორბელიანების რეზიდენციის დასაცავად მხოლოდ რვა კაცი, საიდანაც სამი გამოუცდელი წვევამდელია.
პირველ, ექსკლუზიურ ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სასახლეში იმაზე მეტი მცველი ჰყავდა, ვიდრე ეს გამოძიების მასალებში ჩაწერეს.
8 კაცი იყო წინა ფასადზე. შიგნით [ორბელიანების სასახლეში], რა თქმა უნდა მეტი იყო. რატომ უნდა ეწეროს ეს დოკუმენტში. [დოკუმენტში, რომელიც საქმის მასალებში დევს, ხაზგასმით წერია, რომ ანზორ ჩუბინიძეს შენობაში მყოფი თანამშრომლების რაოდენობის დაზუსტებას სთხოვენ - ავტ].
სიმართლეს გეუბნებით, რომ წინა ფასადზე იყო 8 კაცი, შენობის დაცვას მეტი ადამიანი... არ შეიძლება გითხრათ, რამდენი ადამიანი იცავს სასახლეს"- აცხადებს ჩუბინიძე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლის შენობაში უფრო მეტი ადამიანი ჰყავდა, ეს დასტურდება ტვ პირველის კიდევ ერთი კამერის ჩანაწერით, რომელიც პარალელურად, სასახლის უკანა ეზოს იღებდა. აქ ნამდვილად ჩანან სპეც ეკიპირების მქონე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შენობის წინა ფასადზე არ გვინახავს.
თქვან ახლა გვადანაშაულებთ, რატომ გამოვავლინეთ ამათი აგრესიული ხასიათი?!... პრევენცია იყო დაცული - ძალები იყო შიგნით მობილიზებული და როცა საჭირო იყო, გარეთ გამოვიდნენ გარეთ"- თქვა მან.
კითხვაზე სტრატეგიული ობიექტის ღობე 4 წამში როგორ შეიძლება წაიქცეს, ჩუბინიძე ამბობს: "აწი გავამაგრებთ".