ყველას მინუს გახარია - ,,ოცნება" ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებით კმაყოფილია
,,ქართულმა ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა - გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას - არ შეუერთდეს ოპოზიციურ გაერთიანებას-მმართველი პარტია მიესალმება.
თუკი ხელისუფლება ყოფილ პრემიერს წინა ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებდა, დღეს ამბობს, რომ გახარიამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუდლებასთან გვერდში დგომა მომგებიანი არ იქნება.
მმართველ პარტიაში არ იციან, რატომ განუდგა ოპოზიციას გახარიას პარტია, თუმცა მიესალმებიან ფაქტს, რომ გახარია ,,ნაციონალური მოძრაობის" გვერდით არ დადგა.
უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის, ვარაუდით, გახარიამ მიხვდა, რომ ,,ნაცმოძრაობასთან" გვერდში დგომა მასზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებდა. წილოსანი იმედს გამოთქვამს, რომ ის ამომრჩევლები, ვინც გახარიას არჩევნების პირველ ტურში გახარიას მხარი დაუჭირა, 30 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების" გვერდით დადგებიან.
გახარია აცნობიერებს, რომ ,,ნაცმოძრაობასთან" აფელირება წაგებული თამაშია. ის შეცდომა, რაც სხვა პარტიებმა დაუშვეს ,,ენმ"-თან გვერდში დგომითა და პრაქტიკულად თავიანთი რეიტინგის განულებით, უბრალოდ არ სურს გახარიას, რომ ეს შეცდომა გაიმეოროს.
დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი დაუბრუნდება იმ პრინციპებს, რომელსაც ,,ქართული ოცნებასთან" ერთად ისინი იზიარებდნენ - თქვა წილოსანმა.
გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, რომ არასერიოზულია ჩრდილოვანი მთავრობის ის მოდელი, რომელიც გუშინ ნიკა მელიამ წარმოადგინა, რადგან იქ უმრავლესობა ,,ნაცმოძრაობას" უკავია.
პარტია ,,საქართველოსთვის" აპირებს, ერთიანი წარმატებით როგორც ,,ქართულ ოცნების" ასევე ,,ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ იბრძოლოს.