ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდული გზით - ღარიბაშვილი

21.10.21 14:14
ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდული გზით - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი,  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე მორიგ კომენტარს აკეთებს. 

ღარიბაშვილის მტკიცებით, მისი "ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან", თუ როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში "კონტრაბანდული გზით, მალულად".

განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი ის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა შოკში იყო მაშინ, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი. ეს არის ღალატი პირდაპირ და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა სამარცხვინოდ. რა თქმა უნდა, მან კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა - ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.