"სამარცხვინო ფაქტი "ოცნებისთვის" - დიპლომატები გერმანიის ელჩის გაწვევაზე
ელჩის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დიპლომატები "უპრეცედენტოს" უწოდებენ. ყოფილი ელჩები არ გამორიცხავენ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ გერმანიამ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ გაწყვიტოს.
ეს არის წარმოუდგენელი რამ. ასეთი რამე არასდროს ყოფილა, მითუმეტეს გერმანიასთან, რომელიც ამერიკის მერე საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება, იყოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში, ზრდილობიანად ელჩის გაწვევას ჰქვია "კონსულტაციებისთვის", მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ელჩის გაწვევა. ეს ძლიერად დაატყამს საქართველოს, იმიტომ, რომ გერმანია უკიდურესად გავლენიანი ქვეყანაა ევროკავშირში და საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკაში, ეს დაარტყამს ჩვენს საელჩოს, რომელიც მიიღებს შესაბამის პასუხებს, - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში კონსტანტინე გაბაშვილი.
დიპლომატი გიგი გიგიაძე მომხდარში პირდაპირ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობას ხედავს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით გერმანიის საგარეო უწყებამ ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ამხილა.
ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, ეს არის დილპმატიური ნაბიჯი, რომელიც არის, ფაქტორივად, უკიდურესი ზომა ურთიერთობების გაუარესების პირობებში. პირდაპირ უპასუხეს ყველა იმ ბრალდებას და განცხადებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანია, რომ თავად გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ უკვე ამხილა "ქართული ოცნება" საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში. ისინი ამბობენ ამ განცხადებაში, რომ ეს არის ანტიევროპული, ევროკავშირის და გერმანიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - ამბობს გიგი გიგიაძე.
საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი მომხდარს "სამარცხვინო" ფაქტს უწოდებს და ყურადღებას ასევე "ოცნების" პასუხისმგებლობზე ამახვილებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადახედვა და ჩამოყალიბდება გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი და ფაქტობრივად, ეს დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ვნახეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში. მას დააბრალეს შიდა საქმეებში ჩარევა, - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.
გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშრის და ასევე გერმანიის ელჩის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების აგიტაციები გახდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.