ეს არაა ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევაა - ზურაბიშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

19.10.25 17:42
ეს არაა ევროპის მხრიდან  ზურგის შექცევა, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევაა - ზურაბიშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

 ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გერმანიის მიერ ელჩის გაწვევას. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი ევროპულ გზას ირჩევს.

„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“, - წერს ზურაბიშვილი.

გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშრის და ასევე გერმანიის ელჩის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების აგიტაციები გახდა. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს. 

 

მსგავსი სიახლეები