შიდა დაპირისპირება თუ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - აღმოჩნდება თუ არა ციხის საკანში ყოფილი ექსპრემიერი
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იზრდება მოლოდინი, რომ შესაძლოა ციხის საკანში აღმოჩნდეს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ინფორმაცია იმაზე, რომ ის ქვეყანაშია და მოსაშვილის ქუჩაზე საკუთარ სახლში იმყოფება, დასტურდება იმითაც, რომ ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
თბილისსა და რეგიონებში სუსის და პროკურატურის ერთობლივი სპეცოპერაციები მიუთითებს, რომ ივანიშვილის პარტიაში შიდა დაპირისპირება მწვავდება - ერთი ჯგუფი, კობახიძის გარემოცვიდან, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მოქმედებს.
არაერთი წყაროს შეფასებით, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი დღეს უკვე აღმოჩნდნენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის სამიზნეებად. შეკითხვად რჩება, რატომ დაინტერესდა ივანიშვილი მმართველობის მე-13 წელს ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებით და რატომ დაიწყო მათ მიერ დაგროვებული სიმდიდრის დემონსტრაციული გამოჩენა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.