პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს - როგორ გააგრძელებს გერმანია საქართველოსთან ურთიერთობებს
უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს უახლეს ისტორიაში - გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
როგორც "Der Spiegel" წერს, ბერლინი შეშფოთებულია საქართველოს პრორუსი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და მისი მთავრობის ქმედებებით. გამოცემის ცნობით, ელჩ პიტერ ფიშერზე თავდასხმებში ფიგურირებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიაშია განათლებული და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიპლომატს „შიდა საქმეებში ჩარევა“ დასწამა.
გერმანიის გადაწყვეტილება უკავშირდება მზარდ დიპლომატიურ დაძაბულობას და შესაძლოა, თბილისთან ურთიერთობის გადახედვის დასაწყისი გახდეს.
პირველი სიგნალები იმისა, როგორ გააგრძელებს ბერლინი ურთიერთობას თბილისთან, სავარაუდოდ ხვალ ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.